„ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკითხში პრეზიდენტი არ უნდა ჩაერიოს. ეს არის პირადი, კომერციული საკითხები, რაშიც უნდა გაერკვნენ სასამართლოს მეშვეობით თუ მის გარეშე, მაგრამ არა პრეზიდენტის ჩარევით.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არის უმნიშვნელოვანესი და უპრეცედენტო საქართველოში და ჩვენს რეალობაში იმით, რომ აღიარა ქართული სასამართლოს მიუკერძოებლობა და ეს ფაქტი უნდა აღვნიშნოთ ყოველდღიურად. მე ვთვლი, რომ საქართველოში სიტყვის თავისუფლებას არაფერი ემუქრება“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.