weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ე.წ. სამხრეთ ოსეთი იტალიას აღიარების თხოვნით მიმართავს

10:21 ორშაბათი, 29 ივლისი 2019

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლება იტალიის მთავრობას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარების თხოვნით მიმართავს. ამის შესახებ იტალიაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელმა, მაურო მურჯამ განაცხადა.

„მიგვაჩნია, დადგა დრო, რომ იტალიამ არსებული ხელისუფლების სახელით აღიაროს სამხრეთ ოსეთი ავტონომიურ, გაეროში წარმოდგენილი ყველა ქვეყნის სწორ სახელმწიფოდ“, – ნათქვამია მურჯას მიმართვაში, „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით.

იქვე აღნიშნულია, რომ „სამხრეთ ოსეთის“ აღიარება აღადგენდა მშვიდობიანი თანაარსებობის ტრადიციას და ერების თვითგამორკვევის და საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლებას.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებულია რუსეთის, ნიკარაგუის, ვენესუელას, ნაურუსა და სირიის მიერ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]