weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

როსტომ სესიაშვილი თამთა შამათავას მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება

13:48 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, როსტომ სესიაშვილი „ახალი საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრის, თამთა შამათავას მიერ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს ეხმაურება.

კვლევაში აღნიშნულია, რომ როსტომ სესიაშვილის მეუღლე, ლიკა დენტოშვილი მუშაობს სსიპ „თბილისის არქიტექტურის სამსახურში“, კანცელარიისა და საკონსულტაციო განყოფილების სპეციალისტად.

„აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ჩემი მეუღლე ლიკა დენტოშვილი 2016 წლის მაისიდან ხუთი თვის განმავლობაში არაანაზღაურებადი სტაჟიორი იყო თბილისის არქიტექტურის სამსახურში; 2016 წლის სექტემბრიდან ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა ხელშეკრულებით; 2017 წლის ოქტომბრიდან იმყოფებოდა დეკრეტულ შვებულებაში; დეკრეტული შვებულების ვადის გასვლის შემდგომ აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობა მას აღარ გაუგრძელებია და ამის ხელშემწყობი ფაქტორი იყო ჩემი მერად არჩევა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ქორწინებაში ვიმყოფები 2017 წლის 22 იანვრიდან და მერობის უფლებამოსილების შესრულებას შევუდექი 2017 წლის 13 ნოემბრიდან“, – განაცხადა როსტომ სესიაშვილმა.

[R] ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]