weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ელგუჯა ბაგრატიონს სასამართლომ ივანიშვილის რეზიდენციასთან მიახლოება აუკრძალა

22:18 სამშაბათი, 30 ივლისი 2019

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ელგუჯა ბაგრატიონს აღკვეთის ღონისძიების სახით, 4000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბაგრატიონს აეკრძალა შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან 20 მეტრის რადიუსში მიახლოება. გარდა ამისა, ის კვირაში ერთხელ პოლიციის შენობაში უნდა გამოცხადდეს.

გამოძიება აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს - სხვისი ქონების გაუფრთხილებლობით დაზიანებას ედავება. პროკურატურის მტკიცებით, ელგუჯა ბაგრატიონმა ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დააზიანა სათვალთვალო კამერა, რომლის ღირებულება 600 ლარია.

ელგუჯა ბაგრატიონის განცხადებით მოსამართლემ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რაც მიზნად ისახავს შეკვეთილში მიმდინარე საპროტესტო აქციებისგან მის ჩამოშორებას.

„ეს შეზღუდვები ვერ შეგვაჩერებს, აციები გაგრძელდება. ზღვიდან მივალთ. დღეიდან პოლიციას მოუწევს, მანძილის ე.წ. რულეტკით ზომვა, თუ სად ვიმყოფები და საიდან ვაპროტესტებ. ჩვენ კანონის ფარგლებში ჩავჯდებით და მაინც გავაგრძელებთ აქციებს“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან ელგუჯა ბაგრატიონმა.

ივანიშვილის რეზიდენციასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და აქტივისტები აქციებს „გააღვიძე ოლიგარქი“ და „გახარია წადი“ 20 ივნისის მოვლენების შემდეგ მართავენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]