weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვლადიმერ პუტინის თანაშემწე სოხუმში რაულ ხაჯიმბას შეხვდა

10:38 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, სურკოვი რაულ ხაჯიმბას შეხვდა.

„მოხარული ვართ თქვენთან შეხვედრით. რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობა საკმაოდ აქტიურად ვითარდება. ის ობიექტები, რომლებიც შედიან ჩვენს საინვესტიციო პროგრამაში, განსაკუთრებით სკოლებისა და საბავშვო ბაღების ნაწილი, დასრულების ეტაპზე არიან. პირველი სექტემბრისთვის მათი კარი გაიხსნება. დროის მოკლე პერიოდში შევძელით დასმული ამოცანების შესრულება და რუსეთის ფინანსური დახმარების წყალობით, ეს პრობლემები ინტენსიურად გვარდება“, – განცხადა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ სურკოვთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ ვლადისლავ სურკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის „მთავრობებს“ შორის ეკონომიკურ სფეროში ურთიერთობა ძალიან ჰარმონიულია: „არის შედეგები, რაც გვახარებს“.

დე ფაქტო პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრის დროს რაულ ხაჯიმბამ და ვლადისლავ სურკოვმა 2017-2019 წლებში ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებული საინვესტიციო პროგრამების რეალიზაციის საკითხი განიხილეს, ასევე ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, კერძოდ, 2020-2022 წლებში დაგეგმილ საინვესტიციო პროგრამაზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]