weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში მოსახლეობის ასეთი ტოტალური კონტროლი არასოდეს ყოფილა – ადეიშვილი

14:57 ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019

საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილის განცხადებით, საქართველოში მოსახლეობის ტოტალური კონტროლი, რასაც დღეს აქვს ადგილი, არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ ადეიშვილმა ნიკა გვარამიასთან ინტერვიუს დროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე საუბრისას განაცხადა.

ნიკა გვარამიამ ადეიშვილს ჰკითხა, როგორ უნდა გაძლიერდეს საქართველოში ბიზნესი, შესაბამისად ეკონომიკაც და როგორ უნდა იცხოვროს ქართველმა ხალხმა უკეთესად.

„პირველი, რაც უნდა გაკეთდეს, ეს არის პოლიტიკური პოლიციის გაუქმება საქართველოში. ეს არის ამოსავალი ყველა დანარჩენი პრობლემის. პოლიტიკური პოლიცია არის სუს-ი არა იმ ფუნქციით, რა ფუნქციითაც უნდა არსებობდეს ყველა ქვეყანაში, არამედ იმ ფუნქციით, რა ფუნქციითაც დღეს არსებობს. ჩემი აზრით, კონსტიტუციური უსაფრთხოების რაღაც ფუნქცია საერთოდ უნდა გაქრეს. არასოდეს ასეთი ტოტალური კონტროლი მოსახლეობის არ ყოფილა საქართველოში. ეს ფაქტია“, – განაცხადა ზურაბ ადეიშვილმა.

იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ტოტალური კონტროლის ერთ-ერთ მაგალითად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები დაასახელა.

„ჩვენ ხომ დავინახეთ, 2018-ში ამომრჩევლის ნება იყო, თქვენივე კვლევების მიხედვით, აბსოლუტურად სხვა და პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში, როცა ამომრჩევლის ნება მოიპარეს. არჩევნებზე ყოველთვის იყო გარკვეული დარღვევები, მაგრამ ამომრჩევლის ნება რომ მოპარულიყო - ასეთი რამ მოხდა მხოლოდ ერთხელ“, – განაცხადა ადეიშვილმა.

მისივე თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბიზნესის თავისუფლების „ამოსავალია“: „დღეს რატომ არცერთი ბიზნესმენი არ გამოხატავს თავის პოლიტიკურ შეხედულებას?“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]