weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს ელჩად დაინიშნა

18:27 პარასკევი, 02 აგვისტო 2019

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ლაშა ჟვანიას მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. 2004 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი. 2004 წელს იყო საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, ხოლო 2005-2008 წლებში ისრაელის სახელმწიფოსა და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.

2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე ლაშა ჟვანია მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. 2008-2009 წლებში საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, 2002-2003 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ხოლო 2002-2003 წლებში ანტიკორუფციული საბჭოს წევრი იყო. 2008 წელს ის საქართველოს პარლამენტში აირჩიეს, სადაც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2009-2018 წლებში ლაშა ჟვანია იყო საკონსულტაციო და ინვესტიციების მართვის კომპანია Global Uni Group-ის დამფუძნებელი. 2010 წლიდან დღემდე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]