weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და თანადგომა საქართველოს მთავარი სილამაზეა – ბახტაძე

16:25 კვირა, 04 აგვისტო 2019

„ჩვენი უძველესი ტრადიციები: სტუმარ-მასპინძლობა, ოჯახის სიწმინდე და ყველაფერი, რაც დაკავშირებულია ერთმანეთის თანადგომასთან, ჩვენი სამშობლოს მთავარი სილამაზეა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბეშუმში, სახალხო ზეიმ „შუამთობაზე“ განაცხადა.

მთავრობის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ბახტაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და უხუცესებს უძველესი და ლამაზი ტრადიციების შენარჩუნებისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბედნიერი ვარ, რადგან ვგრძნობ, რომ ეს ულამაზესი ტრადიციები ისეთივე მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის, როგორც უფროსი თაობისთვის, რომელმაც შეგვინარჩუნა ეს ტრადიციები. თქვენ ხართ გაუტეხავი ქართული სულის მაგალითი, ეს მთები კი ჩვენი ძლიერი ფესვების დასტურია და ჩვენ გიერთდებით ამ ლამაზი ტრადიციების გაგრძელებაში.

ჩვენთვის ქართულ მთას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ძალიან ბევრი რამის გაკეთება დავიწყეთ, რომ საქართველოში ყველა კუთხე თანაბრად განვითარდეს. ძალიან ბევრ პროექტს ვახორციელებთ ზემო აჭარაში, იქნება ეს სკოლების, ბაღების, გზების მშენებლობა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება თუ გაზიფიცირება. ვინ წარმოიდგენდა რამდენიმე წლის წინ, რომ ზემო აჭარაში გვექნებოდა ბუნებრივი გაზი. გაზიფიცირების მეორე ეტაპი დაწყებულია და ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა ბახტაძემ.

ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმში სახალხო დღესასწაული „შუამთობა" ტრადიციულად, ყოველი წლის აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას იმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]