weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ყველანაირი უფლება მაქვს, მოვითხოვო ეროსის წილი და ამას გავაკეთებ – ია კიწმარიშვილი

16:12 ორშაბათი, 05 აგვისტო 2019

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივი ტელეკომპანიის 30%-იანი წილისთვის სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას აპირებს. ამის შესახებ ია კიწმარიშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა, არა მხოლოდ „რუსთავი 2“-ის საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს თავისუფალი მედიის განვითარებისთვის დახარჯული მისი ენერგია, როგორც მინიმუმ, ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს მის ოჯახს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც  და დღევანდელ ხელისუფლებასაც.

ყველანაირი უფლება მაქვს, მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მისმა სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ია კიწმარიშვილმა.

მისივე თქმით, ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილი დაუმსახურებლად მიიღო.

„მე პირველ რიგში ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას. ალბათ ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ შენს სასარგებლოდ ასე არაფრით, დაუმსახურებლად მიიღო ასეთი საჩუქარი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მე პირდად, აბსურდის თეატრის მაგონებს“, – აღნიშნა ია კიწმარიშვილმა.

18 ივლისს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი არ ჰქონია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მუხლების დარღვევას. ამასთან, მან გააუქმა დროებითი ღონისძიება, რომლითაც 2017 წლის მარტიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეჩერებული იყო. 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს და მის კომპანიას, „პანორამას“ მიაკუთვნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]