weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი ჩაკეტა

13:11 ოთხშაბათი, 07 აგვისტო 2019

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარი დროებით ჩაკეტა. სააგენტო „რეს“-ის ინფორმაციით, გადაადგილების შეზღუდვა უკავშირდება ღონისძიებებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავზე ცხინვალში უნდა გაიმართოს.

ე.წ. გამშვებ პუნქტებზე დაწესებული შეზღუდვა 9 აგვისტოს, 06:00 საათიდან მოიხსნება.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ისედაც შეზღუდულ გადაადგილებაზე კიდევ დამატებითი შეზღუდვების დაწესება მიუღებელი და გაუმართლებელია.

„ამას აბსოლუტურად არანაირი გამართლება და ლეგიტიმაცია არ გააჩნია. ვისურვებდი, ამ მძიმე დღეებში, რომელიც მართლაც უამრავი ადამიანისთვის, ათასობით ოჯახისთვის პირად ტრაგედიას, ძალიან მძიმე დანაკარგს, დევნილობას და ყოველდღიურ გამოწვევას უკავშირდება მავთულხლართების გასწვრივ, აქეთ თუ იქეთ მხარეს, ყველანი მეტად დავფიქრდეთ, თუ რა გვინდა მომავალში, როგორ უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს და არა, კიდევ უფრო დავუმძიმოთ ისედაც მძიმე მდგომარეობა“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს მთავრობის პასუხი ოკუპაციაზე მეტი სამშვიდობო ინიციატივაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]