„არ შეიძლება ოსი ხალხის გენოციდად არ ჩაითვალოს ქალაქ ცხინვალის, დასახლებული პუნქტების დაბომბვა, დაღუპულთა ის რაოდენობა, რაც იყო... ერთმანეთისგან არ ვყოფ 1920 წლისა და 2008 წლის გენოციდს. რა თქმა უნდა, 1920 წელს ადამიანური დანაკარგი გაცილებით მეტი იყო. ბევრი კითხულობს: რამდენი ადამიანი უნდა დაიღუპოს, რომ ეს გენოციდად ჩაითვალოს? ჩვენთვის 500 დაღუპული, მოსახლეობის რაოდნობის გათვალისწინებით, გენოციდია. ისეთი პატარა ეთნოსისთვის, როგორსაც ოსები შეადგენენ, 500 ადამიანი ზუსტად რომ გენოციდია“, – განაცხადა ბიბილოვმა სააგენტო „რია ნოვოსტისთან“ ინტევიუში.
დე ფაქტო პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 2019 წლის ივნისში ე.წ. პარლამენტმა რუსეთის დუმაში გაგზავნა მასალები და მოითხოვა საქართველოს მიერ 1920 წელს სამხრეთ ოსეთში მცხოვრები, ეთნიკურად ოსი მოქალაქეების მიმართ გენოციდის განხორციელების აღიარება. როგორც ბიბილოვმა განაცხადა, იგივე მოთხოვნით სხვა სახელმწიფოებსაც მიმართავენ.
„ამ მიმართვებს გავგზავნით პირველ რიგში იმ ქვეყნებში, რომლებმაც ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარეს. რა თქმა უნდა, ევროკავშირშიც გავგზავნით. მათგან არ ველოდებით რაიმე რეაქციას, თუმცა მასალებს გავგზავნით, როგორც ევროკავშირში, ისე გაეროში. აუცილებლად“, – განაცხადა ანატოლი ბიბილოვმა.