weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გავაკეთებთ ყველაფერს, რომ აღარ დავუშვათ ომი – ქეთევან ციხელაშვილი

11:24 ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019

„გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიზნებს, რასაც ამ ბიჭებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მივაღწიოთ მშვიდობიანად, აღარ დავუშვათ ომი, დაპირისპირება, ჩვენი საუკეთესო შვილების სისხლის დაღვრა“, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

ციხელაშვილმა, რომელიც მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ 11 წლის შემდეგ, საქართველოს ისევ უწევს გამკლავება იმ უმძიმეს შედეგებთან, რომელიც დადგა რუსეთის ინტერვენციისა და ოკუპაციის შედეგად. სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს ძალიან მკაფიო, მშვიდობიანი კურსი აქვს.

„ჩვენი კურსი არის მშვიდობიანი, მშვიდობა არის ჩვენთვის უალტერნატივო, მთავარი პრიორიტეტი, რადგან ეს არის სასიცოცხლო ინტერესი ჩვენი ქვეყნისა. გავაკეთებთ ყველაფერს, რომ მიზნებს, რასაც ამ ბიჭებმა, ჩვენმა მოქალაქეებმა თავი შესწირეს, მივაღწიოთ მშვიდობიანად, აღარ დავუშვათ ომი, დაპირისპირება, ჩვენი საუკეთესო შვილების სისხლის დაღვრა. მშვიდობით, ძალიან პრინციპული პოლიტიკით დეოკუპაციის ხაზით, ერთი მხრივ, რუსეთთან მიმართებაში და მეორე მხრივ, შერიგებისა და მშენებლობის ხაზით, ჩვენ საზოგადოებასთან, რომლებიც დღეს საოკუპაციო ხაზებით არიან გახლეჩილი, აუცილებლად მივაღწევთ მიზანს – ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებას“, – განაცხადა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 11 წელი გავიდა. ომში დაიღუპა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. ოფიციალური მონაცემებით, 2008 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ზონებში განხორციელებული აგრესიის შედეგად დაჭრილ/დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ შეადგენს 2 232-ს. მათ შორის, 1045 პირი წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურეს. აგვისტოს ომში ყველაზე მეტი (271 პირი) დაიჭრა/დაშავდა IV მექანიზირებული ბრიგადის შემადგენლობიდან. II ქვეით ბრიგადაში დაშავდა 251 სამხედრო მოსამსახურე.

ომის გამო საკუთარი სახლი დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]