weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

თურქეთის ჯარები იყვნენ საზღვართან და ამიტომ არ შეეცადა რუსეთი ბათუმის აღებას – სააკაშვილი

18:57 ხუთშაბათი, 08 აგვისტო 2019

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, 2008 წელს რუსეთმა იმიტომ არ სცადა ბათუმის აღება, რომ საზღვართან თურქეთის ჯარები იყვნენ მობილიზებული.

მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს“ (IWPR) მისცა. მას ჰკითხეს რა იცის ამბავზე, რომლის მიხედვითაც ომის დროს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში გაფრინდა, რათა ვლადიმერ პუტინთან გაემართა მოლაპარაკებები ბათუმის ბედზე, თუ რუსეთი საქართველოში სრულად შემოიჭრებოდა.

„რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით გითხრათ არის ის, რომ არავინ იცის, რას მოიმოქმედებდა თურქეთი საქართველოში რუსეთის სრული შემოჭრის შემთხვევაში, რა იყო ერდოღანის გეგმა, მაგრამ თურქეთის ჯარები მობილიზებული იყვნენ საზღვართან და სწორედ ამიტომ არ შეეცადა რუსეთი ბათუმის აღებას“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]