მიხეილ სააკაშვილმა ინტერვიუ „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტს“ (IWPR) მისცა. მას ჰკითხეს რა იცის ამბავზე, რომლის მიხედვითაც ომის დროს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი მოსკოვში გაფრინდა, რათა ვლადიმერ პუტინთან გაემართა მოლაპარაკებები ბათუმის ბედზე, თუ რუსეთი საქართველოში სრულად შემოიჭრებოდა.
„რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით გითხრათ არის ის, რომ არავინ იცის, რას მოიმოქმედებდა თურქეთი საქართველოში რუსეთის სრული შემოჭრის შემთხვევაში, რა იყო ერდოღანის გეგმა, მაგრამ თურქეთის ჯარები მობილიზებული იყვნენ საზღვართან და სწორედ ამიტომ არ შეეცადა რუსეთი ბათუმის აღებას“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.