weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოკუპანტების მხრიდან დამატებითი სამუშაოები გუგუტიანთკართან არ მიმდინარეობს – ციხელაშვილი

16:05 პარასკევი, 09 აგვისტო 2019
ფოტო © დავით ქაცარავა / Facebook ფოტო © დავით ქაცარავა / Facebook

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან რუს ოკუპანტებს ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებული აქვთ.

„ამ ეტაპზე, არანაირი დამატებითი სამუშაოები არ მიმდინარეობს. თუმცა ეპიზოდს, რომელიც ბორდერიზაციას და რაღაც ბარიკადების მშენებლობას უკავშირდებოდა, 7 აგვისტოს ჰქონდა ადგილი. საქართველოს ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა მყისიერად, 7 აგვისტოს შუადღეს ცხელი ხაზი რამდენიმეჯერ გააქტიურეს. იყო საგარეო უწყების კომუნიკაცია 7 აგვისტოსვე ჩვენს პარტნიორებთან და იმასაც მიხვდებით, რომ შემთხვევით არ მოხვდებოდა თუნდაც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში უშუალოდ გუგუტიანთკარის ეპიზოდი. ამას გარკვეული მუშაობა უძღოდა წინ“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრი ყველას მოუწოდებს, ამ საკითხებზე სპეკულაციებისგან თავი შეიკავონ.

გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე განახლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]