weather cur horoscope tv
აპრილი 24, 2024

აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში – ივანიშვილი

17:57 პარასკევი, 09 აგვისტო 2019

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში იმყოფებოდა, სადაც წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში წირვას დაესწრო. „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, დიდმოწამე პანტელეიმონის ხსენების დღესთან დაკავშირებით, წირვა ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა.

მეუფე თეოდორემ მრევლს მიმართა და თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილს მის ეპარქიაში არაერთი ტაძრის მშენებლობასა თუ რესტავრაციაში მიუძღვის წვლილი.

„ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. თქვენ იცით რამხელა მადლია აწყურის ტაძარში. ეს არის პირველი კათედრა საქართველოში. ეს არის ანდრია პირველწოდებულის მიერ დაარსებული კათედრალი. ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, იქეთ აღარ ჩამოვთვლი. აბასთუმანში კეთდება კიდევ ძალიან ბევრი რამ. დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია“, – განაცხადა მეუფე თეოდორემ.

მისივე თქმით, დარწმუნებულია, რომ აბასთუმანი მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან კურორტად გადაიქცევა და განსაკუთრებული ადგილი იქნება მთელი საქართველოსთვის.

მრევლს წმინდა პანტელეიმონის ხსენების დღე ბიძინა ივანიშვილმაც მიულოცა.

„წმინდა პანტელეიმონი გახლდათ უანგარო მკურნალი. თითოეულ თქვენს ოჯახს მივულოცავ ამ დღეს. აბასთუმანი უნდა გახდეს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრი მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში. ჩვენ თითოეულმა უნდა მოვახერხოთ, მუხლჩაუხრელი შრომით საქართველო გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიოში. დავიწყოთ აბასთუმნით, მოვდოთ ეს მთელ საქართველოს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ცნობით, ბიძინა ივანიშვილი, მეუღლესთან ერთად, აბასთუმანში მდებარე წმინდა პანტელეიმონის სახელობის ტაძარშიც იმყოფებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]