weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თავი შეიკავეთ სადაო ქონების ყიდვისგან – კიწმარიშვილი „რუსთავი 2“-ის პოტენციურ მყიდველებს

15:50 ორშაბათი, 12 აგვისტო 2019

„რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ეროსი კიწმარიშვილის ქვრივმა, ია კიწმარიშვილმა დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ტელეკომპანიის 30%-იანი წილის დაბრუნებას ითხოვს.

ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ია კიწმარიშვილმა აღნიშნა, რომ თუ საქართველოში მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართავს.

„მე დღეს ვაპირებ გავაგრძელო ის დავა, რომელიც ეროსის აქვს დაწყებული 2009 წელს, სააკაშვილის სასამართლოში ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ. მით უმეტეს, ახლა, როდესაც გვაქვს პრეცედენტი, რომ ქიბარ ხალვაშს მსგავსი სარჩელითა და მოთხოვნით დაუბრუნდა ის ქონება, რაც ახლა გააჩნია - „რუსთავი 2“-ის 100%. თუ მისთვის სამართლმა იზეიმა, მეც მაქვს ყველნაირი შანსი.

თუ ქართული სასამართლო არ მომცემს ამის შესაძლებლობას, აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს უფლებას და მივმართავ სტრასბურგის სასამართლოს“, – აღნიშნა კიწმარიშვილომა.

ის ასევე გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას, საიდანაც ცნობილი გახდა, რომ ერთი კვირის განმავლობაში „რუსთავი 2“-ის გაყიდვა სურს.

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ მე მაქვს სრული სამართლდებრივი უფლება ვიდაო ჩემს წილზე. ქიბარ ხალვაშს ეშინია, რომ ერთ კვირაში შემიძლია ჩემს წილს ყადაღა დავადო. სწორედ ამიტომ ცდილობს დაჩაქარებული წესით გაყიდოს ის ქონება, რომელიც მას, პრაქტიკულად, დაუმსახურებლად შეხვდა. მინდა მივმართო ყველა პოტენციურ მყიდველს, რომ თავი შეიკავონ სადაო ქონების ყიდვისგან. მე ნამდვილად ვაპირებ, რომ გავაგრძელო ჩემი დავა“, – განაცხადა კიწმარიშვილმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]