weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროვოკაციაა ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომ გუგუტიანთკარში არ ვყოფილვართ – ციხელაშვილი

16:15 ორშაბათი, 12 აგვისტო 2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გუგუტიანთკარში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩასულები არ ყოფილან, სიცრუეა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, 8 აგვისტოს გუგუთიანთკარში არსებული ვითარების ადგილზე გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, რაც სხვადასხვა მედიასაშუალებებმა, მათ შორის „რუსთავი2“-მა, ფაქტობრივად პირდაპირ ეთერში გააშუქეს.

„იქ იმყოფებოდა პარლამენტის აპარატის წარმომადგენელი და მუდმივად არიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები. ძალიან კარგად იცით, რომ ამ დღეებში ყველა მედიასაშუალებას ჰქონდა ადგილზე წვდომა და ამომწურავი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

მისივე თქმით, ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ იმისთვის, რომ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი შეჩერდეს და მოსახლეობას დაეხმარონ.

„რაც შეეხება 7 აგვისტოს ეპიზოდს, თითოეულმა სახელმწიფო სტრუქტურამ მყისიერად აამოქმედა ხელთ არსებული ყველა მექანიზმი. 7 აგვისტოსვე რამდენჯერმე ამოქმედდა ცხელი ხაზი. საგარეო საქმეთა სამინისტროს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია საერთაშორისო აქტორებთან, ორგანიზაციებთან, რათა პროცესი შეჩერებულიყო. ამ ეტაპზე პროცესი შეჩერებულია. ყველამ კარგად ვიცით, რომ მიმდინარე ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ და ამ ფონზე ამ თემით მანიპულირება და არასწორი ინფორმაციის გავრცელება სხვა არაფერია თუ არა პროვოკაცია და დამაზიანებელია. მეტიც, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას ძალიან უნდა ეს პროცესი გაამწვავოს. ნებით თუ უნებლიედ ამას უწყობს ხელს. მინდა კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ და გთხოვოთ, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ ამ საკითხებს, რადგან ამ ყველაფრის უკან არიან ადამიანები, რომელთაც ეს ყველაფერი ეხებათ, ამ ყველაფრის უკან არის ჩვენი ქვეყანა და არც ეს ქვეყანა, არც ეს ადამიანები და არც ეს თემები არ არის სათამაშო“, – აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე განახლდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]