ტრაილერში მხოლოდ ერთი ადამიანი, უცხო ქვეყნის მოქალაქე იმყოფებოდა და გადარჩა. ავტომანქანიდან ის ზედაპირული დაზიანებებით მაშველებმა ამოიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები იმყოფებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მეათე ნაწილით დაიწყო. მძღოლი სამართალდარღვევისთვის დაჯარიმდება.