weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

„რუსთავი 2“-ის გაყიდვით ხელისუფლების დაინტერესებას ბახტაძე ზღაპარს უწოდებს

12:32 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსპირაციულ თეორიას და ზღაპარს უწოდებს მოსაზრებას, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გაყიდვა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და ხელისუფლების ინტერესია.

„სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტების გარკვეული ნაწილი მხოლოდ კონსპირაციული თეორიების შეთხზვითაა დაკავებული. სხვა კომენტარს ნამდვილად ვერ გავაკეთებ იმ ზღაპრებზე, რაც მე მოვისმინე გუშინ. მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება ყველაზე დიდი მონაპოვარია, რასაც განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით“, - განაცხადა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

შეკითხვაზე, მიდის თუ არა მოლაპარაკება „რუსთავი 2“-ს ჩამოეწეროს სახელმწიფოს მიმართ არსებული დავალიანება 27 მილიონი ლარი, პრემიერ-მინისტრს პასუხი არ გაუცია.

„რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა გადაწყვიტა ერთი კვირის ვადაში ტელეკომპანია გაყიდოს. როგორც ის ამბობს, „რუსთავი 2“ გაკოტრების პირას არის მიყვანილი, რადგან 70 მილიონ ლარამდე ვალი აქვს დაგროვებული.

ხალვაშის განცხადების თანახმად, ტელეკომპანიის კრედიტორული დავალიანება 70 000 000 ლარს უახლოვდება, საიდანაც მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანება 27 000 000 ლარს შეადგენს.

„სამწუხაროდ, ჩემი ფინანსური შესაძლებლობები კომპანიის ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად არ არის საკმარისი. ამიტომ, მსურს ღიად და საჯაროდ განვაცხადო, რომ მზად ვარ ვისაუბრო ნებისმიერ დაინტერესებულ პირთან, ვინც იყიდის „რუსთავი 2“-ს, დაეხმარება მას გამოვიდეს კრიზისიდან და გახდეს წარმატებული კომპანია“,- აცხადებს ხალვაში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]