weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ზუგდიდში ქურდობის ბრალდებით 25 წლის ქალი დააკავეს

15:05 სამშაბათი, 13 აგვისტო 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზუგდიდში, ქურდობის ბრალდებით, 1994 წელს დაბადებული ქალი დააკავეს. სავარაუდოდ, მან ფული დედამთილს მოპარა.

როგორც შსს-ში „რეგინფოს“ განუცხადეს, ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს და მოპარული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. უწყებაში თანხის ოდენობას არ ასახელებენ და არც იმას განმარტავენ, ვის მოპარა ის დაკავებულმა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, ქალმა 5000 ლარი დედამთილს მოპარა. ტელეარხის ინფორმაციით, სამართალდამცავების მიერ ექსპერტიზის ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ თითის ანაბეჭდები, რომელიც დედამთილის საფულეზე იყო, რძალს ეკუთვნოდა.

ბრალდებულის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]