weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

„პატრიოტთა ალიანსის“ მოწვევით თბილისში რუსი დეპუტატები ჩამოვლენ

16:26 ოთხშაბათი, 19 ივლისი 2017
"პატრიოტთა ალიანსის" შეხვედრა რუს დეპუტატებთან "პატრიოტთა ალიანსის" შეხვედრა რუს დეპუტატებთან

რუსეთის სახელმწიფო დუმის დელაგაცია დიდი ხნის შემდეგ პირველად ეწვევა თბილისს, სადაც ქართველ კოლეგებთან მოლაპარაკებების გამართვას გეგმავს. ამ ინფორმაციას რუსული გამოცემა „იზვესტია“ ავრცელებს. მათთან ინტერვიუში დსთ-ს საკითხებში დუმის კომიტეტის წარმომადგენელი ლეონიდ კალაშნიკოვი აღნიშნავს, რომ შეხვედრის გამართვის ინციატივა ქართველმა პარლამენტარებმა გამოიჩინეს.

ლეონიდ კალაშნიკოვის თქმით, რუსი დეპუტატები საქართველოში „პატრიოტთა ალიანსმა“ მიიწვია, რომლის წევრებიც მოსკოვში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდნენ.

„აუცილებლად გავემგზავრებით თბილისში. რუსი პარლამენტარები სულ მცირე 10 წელია საქართველოში არ ყოფილან. შეხვედრებზე ვიმსჯელებთ დიპლომატიურ ურთიერთობებზე, ეკონომიკაზე და შევეცდებით გადავჭრათ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული საკითხები“, - განაცხადა კალაშნიკოვმა.

რუსული გამოცემას „პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელმა გიორგი ლომაიამ უთხრა, რომ დიალოგის გარეშე „ჩიხური მდგომარეობიდან“ გამოსვლა შეუძლებელია და ორივე მხარე დაინტერესებულია იმ კონკრეტული შედეგებით, რაც მსგავს შეხვედრებს ექნება.

„საქართველოში საპარლამენტო და სამთავრობო დონეზე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა ჩვენი პოზიცია სწორედ იქნეს მიღებული. ჩვენი ხელისუფლება ან ჯერ კარგად ვერ აცნობიერებს, რომ ეს აუცილებელია, ან არ უნდა გაგება. მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს საზოგადოებას ესმის და ბოლო სიტყვას ხალხი იტყვის. ყველაფერი დიალოგზე არ არის დამოკიდებული, რადგან არის სხვა დამატებითი სიძნელეები და პრობლემები, მაგალითად, კანონი „ოკუპაციის შესახებ“, - ამბობს ლომაია.

„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები ადა მარშანია, ნატო ჩხეიძე და გიორგი ლომაია მოსკოვში ერთი კვირის წინ იმყოფებოდნენ, სადაც ლეონიდ კალაშნიკოვს და დუმის სხვა დეპუტატებს შეხვდნენ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ადა მარშანიამ ორდღიანი ვიზიტი შეაფასა როგორც „დიდი გარღვევა“. მისი თქმით, რუს დეპუტატებს სამხრივი ფორმატის „სქართველო-ნატო-რუსეთის“ შექმნა შესთავაზეს, რასაც რუსულმა მხარემ საინტერესო იდეად შეაფასა. ადა მარშანიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგებაში საქართველოს ხელს „ოკუპაციის შესახებ“ კანონი უშლის. 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]