weather cur horoscope tv
ოქტომბერი 15, 2019

ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები, ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო – ბახტაძე

14:29 ოთხშაბათი, 14 აგვისტო 2019 hits 142

ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი აფხაზეთის ომის დაწყების 27-ე წლისთავს. მამუკა ბახტაძის თქმით, 14 აგვისტო საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი დღე და უდიდესი ტკივილია თითოეული მოქალაქისთვის.

„დღეს არის 14 აგვისტო, უმძიმესი დღე ჩვენს უახლოეს ისტორიაში, დიდი ტკივილი და რა თქმა უნდა, ამ უდიდესი ტკივილით ცხოვრობს საქართველოს თითოეული მოქალაქე. ქართველებს და აფხაზებს, ჩვენ გვაქვს საერთო ფესვები და აქედან გამომდინარე, ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ჩვენ ერთობლივი ძალებით უნდა დავძლიოთ ეს ტკივილი. ეს იყო ძმათა მკვლელი ომი, საერთო ტკივილი და ჩვენ ერთობლივად უნდა დავძლიოთ ეს გამოწვევები. დარწმუნებული ვარ, მშვიდობითა და განვითარებით აუცილებლად მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებასა და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობას და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]