აგვისტო 26, 2019
weather cur horoscope tv

მავთულხლართების გავლება უნდა შეჩერდეს – ბრიტანეთის ელჩი

19:28 ხუთშაბათი, 15 აგვისტო 2019 hits 75

ბრიტანეთის ელჩი საქართველოში ჯასტინ მაკენზი სმიტი „ტვიტერის“ გვერდზე წერს, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების გავლების პროცესი უნდა შეჩერდეს.

„დღეს საქართველოში, გუგუტიანთკარში, რუსული მავთულხლართების აღმართვა გრძელდება. ეს, სხვას არაფერს ემსახურება, თუ არა ოჯახებისთვის სირთულეების შექმნას და ადგილობრივი მოსახლეობის ორად გაყოფას. ეს უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის ელჩი.

სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ღობის გავლების სამუშაოები დღესაც გააგრძელეს. როგორც „რეგინფოს“ სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა გორის საკრებულოში, მერაბ მახარაშვილმა უთხრა, სამხედროები დაახლოებით 30 მეტრის სიგრძეზე ახალ ბოძებს ამონტაჟებდნენ. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, იმ ადგილზე, სადაც სამუშაოები მიმდინარეობს სარწყავი არხი გადის.

„გავესაუბრე სამხედროებს, ოსებს და ვუთხარი - თუ შეიძლება სარწყავი ბოძების იქით არ მოჰყვეს-მეთქი. თვითონაც არ იციან რა იქნება, მაგრამ მითხრეს, არ მოჰყვებაო. ამ ტერიტორიაზე ოჯახები აღარ ცხოვრობენ, ორი დამწვარი სახლია“, – ამბობს მერაბ მახარაშვილი.

ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული აშშ შეწუხებულია ცნობებით, რომ რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა დე ფაქტო ხელისუფლებამ ღობის გავლება განაახლა. საელჩო აღნიშნავს, რომ ბორდერიზაციის პროცესი მშვიდობისა და სტაბილურობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]