weather cur horoscope tv
დეკემბერი 26, 2024

ბახტაძემ სამეგრელოში ფერმერებს აზიურ ფაროსანაზე გამარჯვება მიულოცა

12:23 პარასკევი, 16 აგვისტო 2019

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, აზიური ფაროსანას პრობლემის მოგვარება დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ზუგდიდში, თხილის საწარმოში „ჯეო ნათსში“, ადგილობრივ ფერმერებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევა გვქონდა, რომელიც დღესაც გრძელდება, მაგრამ ერთობლივი ძალებით, შეუძლებელი შევძელით და მიმდინარე წელს თხილის მოსავალი იმაზე მეტია, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტი ადამიანი წარმოიდგენდა რამდენიმე თვის წინ. დღეს შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ აზიური ფაროსანის პრობლემის მოგვარება მიუახლოვდა დასასრულს და წლევანდელი წელი არის გარდამტეხი“, – თქვა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, აზიური ფაროსანის დამარცხების და თხილის გადარჩენის პროგრამა შეაჯამა:

„როცა ქართველი საზოგადოება ერთად დგას, არ არსებობს გამოწვევა, რომლის დაძლევასაც ვერ შევძლებთ. სამი წელი ვებრძოდით ამ გამოწვევას და ის დამთავრდა ჩვენი გამარჯვებით. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას“,
– მიმართა ფერმერებს მამუკა ბახტაძემ.

აზიური ფაროსანა საქართველოში პირველად 2016 წელს გამოჩნდა. მავნებელი მწერი განსაკუთრებულად დიდი კონცენტრაციით სამეგრელოს რეგიონში იყო. ლევან დავითაშვილის თქმით, მწერს არ ჰყავდა ბუნებრივი მტერი, ამიტომ სწრაფად ვრცელდებოდა. ქვეყანას მავნებელთან ბრძოლის არც თეორიული ცოდნა და არც ტექნიკურ-მატერიალური აღჭურვილობა ჰქონდა. მინისტრის თქმით, თავდაპირველად 17 ერთეული ტექნიკით ებრძოდნენ ფაროსანას, ამერიკის შეერთებული შტატების დახმარებით კი ქვეყანას მწერთან საბრძოლველად დღეს 250 ერთეული ტექნიკა აქვს.

„საქართველოში შეიქმნა ბიო-საწარმო ლაბორატორია, სადაც აზიური ფაროსანას ბუნებრივი მტრის ლაბორატორიულ პირობებში გამრავლება-გამოყვანა ხორციელდება. ეს პროექტი ორი წელია მიმდინარეობს სამინისტროს მიერ. დაახლოებით 40 000 ტონაზე მეტ მოსავალს ველოდებით, რაც საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დავიბრუნებთ თხილის მნიშვნელოვანი ექსპორტიორის პოზიციას. მოლოდინი გვაქვს, რომ ერთ აგრონომიულ წელიწადში, საქართველომ მიიღოს 100-110 მილიონი დოლარის შემოსავალი, მხოლოდ თხილის ექსპორტისგან“, – ამბობს დავითაშვილი.

ზუგდიდში გამართულ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი. მისი ინფორმაციით, ფაროსანასთან საბრძოლველად 2 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს 6.5 მილიონი დოლარით დაეხმარა. ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია, რადგან ფაროსანასა და სხვა მავნებელი მწერების წინააღმდეგ ბრძოლაში პარტნიორობის შედეგებს ხედავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]