weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა სასარგებლო იქნება – ესტონეთის ელჩი გუგუტიანთკარზე

14:14 პარასკევი, 16 აგვისტო 2019

ესტონეთის ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი სოფელ გუგუტიანთკარში იმყოფებოდა, სადაც ბოლო ორი დღეა საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებენ და ორმა ოჯახმა სახლი და მიწის ნაკვეთები დაკარგა.

„ესტონეთი საერთაშორიო სამართლის, საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია. ის, რაც დღეს აქ ვნახეთ, ღრმად შემაშფოთებელია, არა მხოლოდ პოლიტიკური შედეგების, რაც ფარულ ანექსიას ნიშნავს, არამედ ასევე ჰუმანიტარული განზომილების გამო. ჩემთვის განსაკუთრებულად რთულია შევაფასო, რა ნაბიჯებს უნდა დგამდეს საქართველოს ხელისუფლება. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის სრული ზეწოლა სასარგებლო იქნება“, – თქვა ელჩმა.

ესტონეთის ელჩის გარდა, სოფელ გუგუტიანთკარში სხვადასხვა საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა მისი თქმით, გუგუტიანთკარში იმყოფება არაერთი საელჩოს პირველი ან მეორე პირი, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან.

საოკუპაციო ძალების მიერ გავლებული ღობეების გამო, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]