weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

უკრაინა ითხოვს რუსეთმა საოკუპაციო ძალები საქართველოდან გაიყვანოს - საელჩოს წარმომადგენელი

15:36 პარასკევი, 16 აგვისტო 2019
ფოტო © რადიო თავისუფლება ფოტო © რადიო თავისუფლება

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენლი პეტრო ბოგდანი, უკრაინის სახელით, რუსეთისგან 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებას ითხოვს.

„რუსეთის აგრესიული ძალები აგრძელებენ საქართველოს ოკუპაციას. უკრაინელი ხალხი ქართველ ხალხთან დგას. უკრაინა აღიარებს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისგან, გაიყვანოს რუსეთის საოკუპაციო ძალები საქართველოდან და უკრაინიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულება“, – თქვა ბოგდანმა.

დღეს, 16 აგვისტოს, შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ქეთი ციხელაშვილთან ერთად დიპლომატები იმყოფებოდნენ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ლაშა დარსალიას არ დაუკონკრეტებია, თუ რამდენი საელჩოს წარმომადგენელი იმყოფებოდა ადგილზე, თუმცა მისი თქმით, გუგუტიანთკარში იმყოფება არაერთი საელჩოს პირველი ან მეორე პირი, რომლებიც ამჟამად საქართველოში არიან.

სოფელ გუგუტიანთკარში ორი დღეა საოკუპაციო ძალები ღობეებს ავლებენ, რის გამოც, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახი სახლსა და მიწის ნაკვეთებს კარგავენ. ოკუპანტების მიერ სამუშაოების განახლების შემდეგ, გივი (გიორგი) რაზმაძემ საკუთარი სახლის დაშლა დაიწყო. ამჟამად რაზმაძეების ოჯახი გორში ცხოვრობს, გუგუტიშვილები კი გუგუტიანთკარში დარჩნენ და საცხოვრებლად სხვა სახლში გადავიდნენ. როგორც „რეგინფოს“ მერეთის ადმინისტრაციულ ერთეულში გორის მერის წარმომადგენელმა, რუსუდან კილაძემ განუცხადა, მართალია რაზმაძეები და გუგუტიშვილები ომის დროს დაზიანებულ სახლებში აღარ ცხოვრობდნენ, მაგრამ სახლებთან ახლოს მდებარე ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალს იღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]