weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ წევრი - ბახტაძე თანამდებობის შენარჩუნებაზე

10:40 შაბათი, 17 აგვისტო 2019
მამუკა ბახტაძე მამუკა ბახტაძე

პრემირ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროგრამა გადამწყვეტი იქნება მთავრობის დაკომპლექტებისას. შეკითხვაზე, შეინარჩუნებს თუ არა იგი ამჟამინდელ თანამდებობას, ბახტაძემ უპასუხა, რომ იგი „ქართული ოცნების“ წევრი იქნება.

„მე ვიყავი, ვარ და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი, ჩვენ ვართ ერთი გუნდი და ეს არის ცოცხალი პროცესი, ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი და გვექნება განახლებული პროგრამა. გუნდის დაკომპლექტებაც ამ პროგრამაზე იქნება დამოკიდებული, ჩვენ ორიენტირებული ვართ შედეგებზე. პროგრამა, რომელიც შარშან წარვადგინეთ და 2020-ის არჩევნებისთვის წარვადგენთ, არის განმსაზღვრელი, შესაბამისად, ნებისმიერი პოზიცია დაკომპლექტდება ამ პროგრამის შესაბამისად“,- ამბობს ბახტაძე.

TV პირველმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთავრობაში ცვლილებები იგეგმება. ტელეკომპანიის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის თანამდებობას მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს, ხოლო შს მინისტრ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გახდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]