„შეწუხებული ვარ ვარ ბორდერიზაციის პროცესის განახლებით სოფელ გუგუტიანთკარში. პროცესი, რომელიც ცხინვალის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერაა ინიცირებული, აუარესებს უსაფრთხოების ვითარებას, აფერხებს კონტაქტებს ადამიანებს შორის და მეტ არასტაბილურობას ქმნის. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს უკანონო მოქმედებები“, – წერს „ტვიტერში“ ლინას ლინკევიჩუსი.
სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში ღობეებს ავლებდნენ. უკანონო ბორდერიზაციის შედეგად რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახებმა აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლები და მიწის ნაკვეთები დაკარგეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი შეჩერებულია.