weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

რუსეთმა უნდა შეაჩეროს უკანონო მოქმედებები გუგუტიანთკარში – ლინას ლინკევიჩუსი

12:23 შაბათი, 17 აგვისტო 2019

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებს ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი გამოეხმაურა და განაცხადცა, რომ რუსეთმა უკანონო მოქმედებები უნდა შეაჩეროს.

„შეწუხებული ვარ ვარ ბორდერიზაციის პროცესის განახლებით სოფელ გუგუტიანთკარში. პროცესი, რომელიც ცხინვალის რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლების მიერაა ინიცირებული, აუარესებს უსაფრთხოების ვითარებას, აფერხებს კონტაქტებს ადამიანებს შორის და მეტ არასტაბილურობას ქმნის. რუსეთმა უნდა შეაჩეროს ეს უკანონო მოქმედებები“, – წერს „ტვიტერში“ ლინას ლინკევიჩუსი.

სოფელ გუგუტიანთკარში რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რამდენიმე დღის განმავლობაში ღობეებს ავლებდნენ. უკანონო ბორდერიზაციის შედეგად რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ოჯახებმა აგვისტოს ომის დროს დაზიანებული სახლები და მიწის ნაკვეთები დაკარგეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჟამად ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი შეჩერებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]