weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა 2021 წლიდან დაიწყება – პრემიერი

15:55 შაბათი, 17 აგვისტო 2019

2021 წლიდან, სახელმწიფოს თანადაფინანსებით, ახალგაზრდა სამხედროებისთვის ბინათმშენებლობის მეორე ფაზა დაიწყება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ წეროვანში, სამხედრო მოსამსახურეებთან შეხვედრისას განაცხადა.

„ნებისმიერი საზოგადოების თავმოყვარეობა იზომება იმით, თუ რა დამოკიდებულება აქვს მას იმ ხალხთან, რომელიც თავისი სიცოცხლის ფასად იცავს მის ღირსებას და თავისუფლებას, შესაბამისად, გმირი სამხედროებისთვის სოციალური პირობების გაუმჯობესება მთავრობის ნომერ პირველი ამოცანაა“, – განაცხადა ბახტაძემ.

მისივე თქმით, თბილისში, მახათას მთაზე მშენებარე ბინებში პირველ ეტაპზე ბინას 635 ოფიცერი მიიღებს. მთავრობა ოფიცრების მიერ ჩამოყალიბებულ ამხანაგობას მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის საჭირო დაახლოებით 10 ჰექტარ მიწას მახათას მთის ტერიტორიაზე პირდაპირი მიყიდვის წესით, სიმბოლურ ფასად გადასცემს.

მთავრობის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისკენ მიმართული პროექტები საქართველოს სხვა ქალაქებშიც იგეგმება.  

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]