weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მურატ ჯიოევი საქართველოს 8 მოქალაქის დაკავებას ადასტურებს

14:04 კვირა, 18 აგვისტო 2019

„საქართველოს რვა მოქალაქე მესაზღვრეებმა სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთისთვის სამხრეთ ოსეთში, დასახლებულ პუნქტ აძესარის მიდამოებში დააკავეს“, – ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა განაცხადა.

ჯიოევის თქმით, დაკავებულები იმყოფებოდნენ სამი ავტომობილით, რომლებიც მათ ნათესავებს გადაეცემათ.

„17 აგვისტოს, საღამოს, ცხინვალის რაიონში, აძესარის ეკლესიასთან დაკავებული იქნა რვა ადამიანი. ისინი ალკოჰოლური და ნარკოტიკული თრობის ქვეშ იმყოფებოდნენ. დაკავებულების პირად ნივთებში ნაპოვნი იქნა მცენარეული წარმოშობის ნარკოტიკული საშუალება“, – ციტირებს ჯიოევის კომენტარს სააგენტო „რესი“.

მურატ ჯიოევი ამბობს, რომ „რესპუბლიკის შესაბამისი ორგანოების მიერ მიმდინარობს მოკვლევა საქართველოს მოქალაქეების ვინაობის დასადგენად, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რა ზომებს მიმართავენ მათ წინააღმდეგ“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]