weather cur horoscope tv
ოქტომბერი 10, 2024
×

შეტყობინება

Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

აფგან მუხთარლის საქმის გამო კონტრდაზვერვის და სასაზღვრო პოლიციის უფროსები გაათავისუფლეს

16:07 ხუთშაბათი, 20 ივლისი 2017

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა ოთარ კუპრაშვილმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა დავით ნიკოლეიშვილმა თანამდებობები დატოვეს.

„ვინაიდან აფგან მუხთარლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული კითხვები, გამოძიების დასრულებამდე უმჯობესია მან თანამდებობა დატოვოს. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში, არავითარი კითხვები არდარჩეს“, - ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

სასაზღვრო პოლიციის უფროსის დავით ნიკოლეიშვილის გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე გააჟღერა.

„მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება, სასაზღვრო პოლიციისა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის უფროსებმა დატოვონ თანამდებობები. ჩვენ როგორ უწყების ხელმძღვანელები, დარწმუნებულები ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება.მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობის დატოვება მნიშვნელოვანი ნაბიჯია, საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციების თავიდან ასაცილებლად“, - აღნიშნა მღებრიშვილმა.

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს 2015 წლიდან აფარებდა თავს. 2017 წლის 29 მაისს ის თბილისის ცენტრიდან გაუჩინარდა. მომდევნო დღეს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა, სადაც აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ბრალი წაუყენეს საზღვრის უკანონო კვეთის, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის კონტრაბანდისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით.

მუხთარლი ამბობს, რომ თბილისიდან საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ქართულად მოლაპარაკე პირებმა გაიტაცეს და შემდეგ აზერბაიჯანელებს გადასცეს, რომლებმაც მას ხელბორკილები დაადეს და სასტიკად ცემეს.

საქმეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სისხლის სამართლის კოდექსის 143–ე მუხლის პირველი ნაწილით იძიებს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

მუხთარლიმ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა. სტრასბურგმა მის საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა და დაჩქარებულ რეჟიმში განიხილავს. თბილისიდან გაუჩინარებული ჟურნალისტი სტრასბურგში საქართველოს და აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩივის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]