weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბახტაძე ცხინვალის იზოლატორიდან გათავისუფლებულებს შეხვდა

09:43 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019
ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ფოტო: პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ცხინვალის იზოლატორიდან გუშინ გათავისუფლებული რვა ახალგაზრდა მოინახულა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პესსამსახური ავრცელებს.

ბახტაძე გათავისუფლებულებს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბანში, გერკეულების ოჯახში შეხვდა და ოჯახებში მშვიდობიანი დაბრუნება მიულოცა.

„ახლა ამ წუთებში ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენი ბიჭები, ჩვენი ახალგაზრდები მშვიდობით დაუბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს. ეს სამი დღე იყო ძალიან მძიმე. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდით დადგა და ჩვენი ყველა უწყება პირველივე წუთებიდან ჩართული იყო“,  - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერთან ერთად ახალუბანში პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი იმყოფებოდნენ.

საოკუპაციო ძალებმა სოფელ ახალუბნის 7 მცხოვრები 17 აგვისტოს, სოფელ დიდი მეჯვრისხევის ერთი მკვიდრი კი 18 აგვისტოს გაიტაცეს. ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მათი დაკავება დაადასტურა და განაცხადა, რომ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს. გატაცებულები 20 აგვისტოს საღამოს გაათავისუფლეს და ქართველ სამართალდამცველებს გადასცეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]