weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა რუსთავი 2-ის ჟურნალისტებზე კომენტარის გამო ბოდიში მოიხადა

17:32 ოთხშაბათი, 21 აგვისტო 2019
ფოტო © ბათუმის საკრებულო / Facebook ფოტო © ბათუმის საკრებულო / Facebook

ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი პატარიძე ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ჟურნალისტების წასვლას სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარით გამოეხმაურა. პატარიძე საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. 

„წადით ახლა და ნიკა გვარამიას მოწ..ვეთ“, – დაწერა პატარიძემ, რის გამოც მოგვიანებით ბოდიში მოიხადა. დეპუტატის თქმით, ეს კომენტარი ემოციურ ფონზე დაწერა.

„ჩემი აღელვება მოჰყვა რუსთავი 2 ყოფილი დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ არაერთხელ გაკეთებულ შეურაცხმყოფელ გაცხადებას, მათ შორის ღია ეთერით (გინება, ლანძღვა, ბილწსიტყვაობა), ამან გამოიწვია ჩემი აღელვება, რის გამოც ვერ შევიკავე თავი და საზოგადოებისთვის მიუღებელი ფორმით გამოვხატე ემოცია“, - დაწერა პატარიძემ მოგვიანებით.

გუშინ, 20 აგვისტოს, „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე და არხის წამყვანი სახეები გიორგი გაბუნია, ეკა კვესიტაძე, ნანუკა ჟორჟოლიანი და ასევე გიორგი ლაფერაშვილი გაათავისუფლა. სალიამ ამ განცხადების შემდეგ არხი „კურიერის“ წამყვანებმა დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პროტესტის ნიშნად მთავარი საინფორმაციო გამოშვება შეწყვიტეს და არხი დატოვეს. ამ მომენტამდე „რუსთავი 2“-ის ეთერში კურიერი არ გასულა. ახალი ამბები არც ტელეკომპანიის ვებ-გვერდზე ახლდება.

„რუსთავი 2“ ასევე დატოვეს ჟურნალისტებმა პაატა იაკობაშვილმა, გიგლა თუმანიშვილმა და მაია ლომიძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]