weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

საქართველოში მედია პლურალიზმი არის და მომავალშიც იქნება – ბახტაძე „რუსთავი 2“-ზე

11:55 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მაღალი დონის მედია პლურალიზმის არსებობა, რაც, მისი სიტყვებით, არის და მომავალშიც იქნება უზრუნველყოფილი.

ბახტაძემ უარყო ბრალდება, რომ „რუსთავი 2“-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებში ხელისუფლების ინტერესი იკვეთება.

„სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში უკვე ტრადიციად იქცა სრულიად დაუკავშირებელი გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ შემთხვევაშიც იგივესთან გვაქვს საქმე. მე მსურს ვთქვა ყველაზე მთავარი, ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოში გვქონდეს ძალიან მაღალი დონის მედია პლურალიზმი და მედია თავისუფლება, რაც არის და ამავე დროს მომავალშიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

20 აგვისტოს შემდეგ, რაც „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა სამხსახურიდან გაათავისუფლა არხის წამყვანი სახეები, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, ტელეკომპანია ჟურნალისტების უმრავლესობამ დატოვა. პროტესტის ნიშნად „რუსთავი 2“-დან წამოვიდნენ „კურიერის“ წამყვანები - დიანა ჯოჯუა, მიშა სესიაშვილი და პაატა იაკობაშვილი, ასევე, ჟურნალისტები, რომლებიც პოლიტიკურ თემებს აშუქებდნენ - ნათია გოგსაძე, თამარ ბაღაშვილი, ნინო გაზდელიანი, დავით ქაშიაშვილი, გიგლა თუმანიშვილი და სხვები. მათ საინფორმაციო სამსახურის უფროსის გათავისუფლება ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლად შეაფასეს, რაზეც პაატა სალიას განცხადება ამ დრომდე არ გაუკეთებია.

21 აგვისტოდან „რუსთავი 2“-ზე „კურიერი“ არ გასულა. ეთერში სერიალები და მხატვრული ფილმებია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]