weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ელექტრომობილების გაზიარების სერვისი სხვა ქალაქებშიც დაინერგება – პრემიერი

12:04 ხუთშაბათი, 22 აგვისტო 2019

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ ელექტრომობილების გაზიარების სერვისი ბათუმისა და თბილისის შემდეგ, უახლოეს მომავალში სხვა ქალაქებშიც დაინერგება.

„სასიხარულოა, რომ თბილისის შემდეგ ბათუმში დაინერგება ელექტრომობილების გაზიარების სერვისი, ეს არის სერვისი, რომელიც მსოფლიოს ყველა წამყვან ქალაქში სარგებლობს განსაკუთრებული პოპულარობით... რამდენიმე წლის წინ, როდესაც მე ამაზე ვსაუბრობდი, მახსოვს ჩვენი ზოგიერთი ოპონენტის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებები, სკეპტიციზმი ამ იდეის გარშემო. დღეს მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ საქართველო ხდება ამ მაღალტექნოლოგიური პროდუქციის მწარმოებელი“, – განაცხადა ბახტაძემ ბათუმში, კომპანია „აიქარის“ მიერ პროექტის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „აიქარმა“ ბათუმში 20 ელექტრომობილი შეიყვანა, 10 ელექტროგასამართი სადგური კი, რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, კომპანია „აიენერჯიმ“ დაამონტაჟა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]