„საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად. ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის „ტვიტში“.
ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი რამდენიმე კვირაა გრძელდება. ამ ფაქტს გუშინ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გამოეხმაურა და საერთაშორისო კრიზისი უწოდა.
„ჩვენი სახლი ფაქტიურად იწვის. ამაზონის ტყე - ფილტვები, რომლებიც წარმოქმნიან ჩვენი პლანეტის ჟანგბადის 20% -ს – ცეცხლშია. ეს საერთაშორისო კრიზისია“, – აღნიშნა მაკრონმა.
მან „დიდი შვიდიანის“ სამიტის მონაწილეებს მოუწოდა, რომ ორ დღეში, პირველ რიგში ეს საგანგებო სიტუაცია განიხილონ.