weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში ხვალ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება

16:40 შაბათი, 24 აგვისტო 2019
ფოტო: დამირ კაცუბა ფოტო: დამირ კაცუბა

აფხაზეთში ხვალ, 25 აგვისტოს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 9 კანდიდატი იყრის. კანდიდატებს შორის არის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

აღსანიშნავია, რომ ცხრიდან რვა კანდიდატი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეა. „აფხაზი ხალხის სამამულო ომში“ მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო ცენსტრალური საარჩევნო კომისიის მიერ კანდიდატების შესახებ გამოქვეყნებული ბიოგრაფიული მონაცემების ერთ-ერთი აუცილებელი პუნქტია.

საარჩევნო უბნები აფხაზეთის ტერიტორიის გარდა მოსკოვში, ჩერკესკსა და თურქეთის ქალაქ საკარიაში 25 აგვისტოს, დილის 08:00 საათზე გაიხსნება და 20:00 საათზე დაიხურება.

იმ შემთხვევაში თუ, პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, 14 დღის ვადაში მეორე ტური გამოცხადდება.

ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები თავდაპირველად 21 ივლისისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, ოპოზიციამ არჩევნების გადავადება მოითხოვა - ოპოზიციის წარმომადგენელთა მტკიცებით, მთავარი ოპოზიციური კანდიდატი ასლან ბჟანია მოწამლეს და იგი თავდაპირველად განსაზღვრული თარიღისთვის ვერ შეძლებდა ე.წ. არჩევნებში მონაწილეობას. დე ფაქტო ხელისუფლებამ ოპოზიციის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოსთვის დაინიშნა.

გასულ კვირაში კი კანდიდატებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. 21 აგვისტოს უცნობმა პირებმა გუდაუთის რაიონის სოფელ მუგუძირხვაში დე ფაქტო პრეზიდენტობის კანდიდატის ოლეგ არშბას საარჩევნო შტაბი დაცხრილეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]