weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკანონოა - სამინისტრო

17:38 კვირა, 25 აგვისტო 2019
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება უკანონო ქმედებაა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ.

უწყების განცხადებით, ე.წ. არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი და იგი საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება.

„ცხადია, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები წარმოადგენს აფხაზეთის რეგიონში განხორციელებული ეთნიკური წმენდის, მიმდინარე უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმული ნაბიჯების ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას. საერთაშორისო თანამეგობრობა არასდროს შეეგუება საქართველოს სუვერენული საზღვრების ძალადობრივი ცვლილების მცდელობას ისევე, როგორც იმ უკანონო ნაბიჯებს, რასაც რუსეთის ფედერაცია დგამს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვის, მილიტარიზაციისა და ადგილზე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის კუთხით“,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და შეცვალოს უკანონო გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის შესახებ. უწყება ასევე მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო პროცესების შესაჩერებლად.

დღეს, 25 აგვისტოს აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 9 კანდიდატი იყრის. კანდიდატებს შორის არის მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა.

აღსანიშნავია, რომ ცხრიდან რვა კანდიდატი 1992-1993 წლების შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილეა. იმ შემთხვევაში თუ, პირველ ტურში ხმების 50%-ზე მეტს ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, 14 დღის ვადაში მეორე ტური გამოცხადდება.

აფხაზეთში სულ 121 627 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 12:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 23 442 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ნიშნავს, რომ აქტივობა 19.27%-ია.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]