weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში 8 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება

13:01 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019
ფოტო: "როსიისკაია გაზეტა" ფოტო: "როსიისკაია გაზეტა"

აფხაზეთში 8 სექტემბერს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. როგორც სააგენტო „აპსნიპრესი“ იუწყება, ამის შესახებ სოხუმში ე.წ. საპრეზიდენტო არჩვენებთან დაკავშირებით გახსნილ საერთაშორისო პრეს-ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო პარლამენტის თავმჯდომარემ ვალერი კვარჩიამ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, პირველ ტურში ხმათა საჭირო რაოდენობა ანუ 50%-ზე მეტი ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

აფხაზური მედიის ცნობით, მეორე ტურში მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა და ოპოზიციური პარტია „ამცახარას“ ლიდერი ალხას კვიცინია გადავიდნენ.

„ის, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, მეტყველებს იმაზე, რომ აფხაზეთი შედგა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო“, - განაცხადა კვარჩიამ.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა. დე ფაქტო ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თამაზ გოგიას ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ამომრჩეველთა 56%-მა მიიღო მონაწილეობა. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 9 კანდიდატი იყრიდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]