weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ნატო არ აღიარებს აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს - აპატურაი

17:42 ორშაბათი, 26 აგვისტო 2019
ჯეიმს აპატურაი, ფოტო: ნატო ჯეიმს აპატურაი, ფოტო: ნატო

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი აფხაზეთში ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს ეხმაურება.

„ნატო არ აღიარებს საქართველოს რეგიონში, აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს. ნატოს მოკავშირეები საქართველოს რეგიონებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს არ აღიარებენ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ნატო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“,- წერს აპატურაი.

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 25 აგვისტოს გაიმართა და მასში ამომრჩეველთა 56%-მა მიიღო მონაწილეობა. დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე კენჭს 9 კანდიდატი იყრიდა, თუმცა ხმების საჭირო რაოდენობა, 50%-ზე მეტი ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. ე.წ. არჩევნების მეორე ტური აფხაზეთში 8 სექტემბერს გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]