weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მამუკა ხაზარაძე მის პოლიტიკურ მოძრაობაში ცნობილ პოლიტიკოსებს არ მოიაზრებს

15:36 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019
მამუკა ხაზარაძე. ფოტო: რადიო „თავისუფლება“ მამუკა ხაზარაძე. ფოტო: რადიო „თავისუფლება“

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ახალ პოლიტიკურ მოძრაობაში, რომლის დაფუძნებასაც სექტემბერში გეგმავს, ცნობილ პოლიტიკოსებს არ მოიაზრებს. ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ ვართ ადამიანები, რომლებსაც დიალოგი მიგვაჩნია ნორმალურ და კორექტულ გზად, მითუმეტეს პოლიტიკაში. შესაბამისად, ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს გუნდს. მე ერთხელ ვთქვი და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩვენს გუნდში ცნობილი პოლიტიკოსები ვერ მოიაზრებიან. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებმაც ქვეყნის აღმშენებლობაში სხვადასხვა დროს მეორე, მესამე, მეოთხე პოზიციაზე მიიღეს მონაწილეობა, ვინც არის ტექნოკრატი, ამა თუ იმ სამინისტროში ნამუშევარი, პროფესიონალი, ყველას ველოდებით“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ახალი პარტიის დაფუძნება სექტემბრისთვის დააანონსა. მისი განცხადებით, პოლიტიკურ მოძრაობაში გაერთიანდებიან პროფესიონალი ახალგაზრდები და „იქმნება ძალა, რომელიც შეცვლის ქვეყანას“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]