weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მამუკა ხაზარაძე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირ ეთერში იწვევს

16:14 სამშაბათი, 27 აგვისტო 2019

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს ანაკლიის პროექტის თემაზე პირდაპირ ტელეეთერში სასაუბროდ იწვევს. ამის შესახებ ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რადგან ანაკლიასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბევრი კითხვა დაგროვდა, მე ვთავაზობ ბიძინა ივანიშვილს, მობრძანდეს ტელევიზიაში, შეიძლება, ეს მაგალითად „იმედი“ იყოს. ვისაუბროთ ღიად - რა წინაპირობა ჰქონდა, რა მოლაპარაკებები იყო, რა საუბრები იყო, რომელიც საზოგადოებამ არ იცის. ერთხელ და სამუდამოდ ეს ქვეყანა დაადგეს გამჭვირვალობის გზას, პირდაპირი ურთიერთობის გზას, ჩავაბაროთ ანგარიში ადამიანებს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის თქმით, კულისებში მოლაპარაკება მისთვის მიუღებელია.

„ბევრი ადამიანი მეკითხება: „მამუკა, ვერ დაალაგეთ?“ „დალაგებები“ ამ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს. ყველაფერი, რაც დალაგდება, იქნება ჩვენი საზოგადოების, ჩვენი მოქალაქეების თვალწინ, რომელსაც ეს ქვეყანა უყვარს და ამ ქვეყნის აშენება უნდა“, - განაცხადა ხაზარაძემ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]