weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნეს

10:32 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019
ფოტო: „რბკ ტვ“ ფოტო: „რბკ ტვ“

აფხაზეთის დე ფაქტო ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. 

პირველ ადგილზე ხმათა 24,83%-ით მოქმედი დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გავიდა. მეორე ადგილზე გასულ ოპოზიციონერ კანდიდატს, ალხას კვიცინიას ხმების 22,91% ერგო. მას მცირედით ჩამორჩება ოლეგ არშბა, რომელსაც ამომრჩეველთა 22,56%-მა მისცა ხმა.

დანარჩენ კანდიდატებს შორის კი ხმები ასე გადანაწილდა: ასტამურ ტარბა - 6,89%, ლეონიდ ძიაპშბა - 5,97%, შამილ აძინბა - 4,32%, ალმას ჯაპუა - 2,12%, არტურ ანქვაბი - 1,7%, ასტამურ კაკალია - 1,02%. ყველა კანდიდატის წინააღმდეგ ხმა 1666-მა ამომრჩეველმა მისცა. სულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 126 950 ადამიანს ჰქონდა. ამ უფლებით მხოლოდ 82 752-მა ისარგებლა.

მეორე ტურში, რომელიც 8 სექტემბრისთვის დაინიშნა, ერთმანეთს რაულ ხაჯიმბა და ალხას კვიცინია დაუპირისპირდებიან.

დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნები აფხაზეთში 25 აგვისტოს ჩატარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]