weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების დელეგაციები სირიაში ჩავიდნენ

12:28 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019
ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო

აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებების დელეგაციები სირიის დედაქალაქ დამასკოში ჩავიდნენ. ისინი სირიასთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ. ინფორმაციას აფხაზური და ცხინვალის მედია ავრცელებს.

აფხაზური დელეგაცია სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრს მუჰამედ სამერ ხალილს, ცხინვალის დელეგაცია კი მინისტრის მოადგილე ხაბედ აბო ფაკერს შეხვდა. შეხვედრებზე სავაჭრო-ეკონომიკური, ასევე სამეცნიერო, ტექნიკურ და კულტურის სფეროებში თანამშრომლობა განიხილეს. მიმდინარეობს ერთობლივი, ორმხრივი კომისიების ფორმირება, რომლებმაც პირველი სხდომები წლის ბოლომდე უნდა გამართონ.

დე ფაქტო ხელისუფლებების დელეგაციები დამასკოში 61-ე საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობენ.  

სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს აღიარა. 

 

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]