weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

დავით ზალკალიანი ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

18:41 ოთხშაბათი, 28 აგვისტო 2019
ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს შეხვდა. ამის შესახებ „რეგინფოს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

შეხვედრაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ბოლო განვითარებები განიხილეს. 

„განხილვის ძირითადი საკითხი გახლდათ უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. ბუნებრივია, საუბრები მომავალშიც გაგრძელდება. ყველა დონეზე გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა შესაძლებლობას და ფორმატს სამივე ორგანიზაცის ფარგლებში იმისთვის, რომ მომავალში თავიდან იქნას აცილებული უკანონო ქმედებები“, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან შეხვედრის შემდეგ.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები უკვე იმყოფებოდნენ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში და ადგილზე გაეცნენ შექმნილ სიტუაციას. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, ხვალ, ინციდენტების პრევენციის მექანიზმის შეხვედრაზე, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების შემდგომ რაუნდზე, იქნება მსჯელობა, თუ როგორ უნდა მოხდეს უკანონო ბორდერიზაციის პროცესის შეჩერება.

„მე მქონდა სატელეფონო საუბრები უმაღლეს დონეზე გაეროს გენერალურ მდივანთან ბატონ გუტიერეშთან, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ქალბატონ ფედერიკა მოგერინისთან და ასევე ეუთოს თავმჯდომარესთან, სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მიროსლავ ლაიჩაკთან. სწორედ მათი წარმომადგენლები არიან ჩამოსული. ჩემი თხოვნის შესაბამისად მათი ჩამოსვლა დროზე ადრე მოხდა გამომდინარე იქიდან, რომ იქ შექმნილი სიტუაცია არის მიუღებელი და აუცილებელი იყო, თანათავმჯდომარეების მხრიდან ადგილზე სიტუაციის შესწავლა და მათზე შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე უკანონო ღობის სამონტაჟო სამუშაოები აგვისტოს დასაწყისში დაიწყო და 14 აგვისტოდან განაახლა. შედეგად ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანდა, ღობის მიღმა დარჩა. ასევე, საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს აღმოჩნდა ამ ოჯახების კუთვნილი მიწის ნაკვეთები. სამუშაოები რამდენიმე დღეა, შეჩერებულია. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]