weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რუსი დეპუტატი ზურაბიშვილისგან „ანტირუსული გამონათქვამებისთვის“ ბოდიშს ითხოვს

11:29 ხუთშაბათი, 29 აგვისტო 2019
ადალბი შხაგოშევი. ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმა ადალბი შხაგოშევი. ფოტო: რუსეთის სახელმწიფო დუმა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, ფრაქცია „ედინაია როსიას“ თავმჯდომარის მოადგილე ადალბი შხაგოშევი საქართველოს პრეზიდენტისგან რუსეთის შესახებ გაკეთებული გამონათქვამების გამო ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„ზურაბიშვილის პოზიცია უფრო რბილი გახდა ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში. მას ის დარჩენია, თურქეთის ლიდერის ერდოღანის მაგალითს მიბაძოს და ბოდიში მოიხადოს შეუსაბამო გამონათქვამებისთვის, რომ „რუსეთი აგრესორია, რუსეთი ოკუპანტია“. ეს გამონათქვამები სულ რაღაც ორი თვის წინ გაისმა - მკაფიოდ და არაორაზროვნად“, - განაცხადა დეპუტატმა, უსაფრთხოებისა და კორუფციასთან ბრძოლის კომიტეტის წევრმა შხაგოშევმა.

იგი აცხადებს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების აღდგენის კუთხით წინსვლა „მიუხედავად იმ რუსოფობიური განწყობებისა, რომლებიც საქართველოში შეინიშნება“.

დეპუტატის თქმით, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი აკეთებს განცხადებებს, საზოგადოება ორიენტირებას ამ განცხადებებზე ახდენს.

„რუსეთი მზადაა, აღადგინოს ურთიერთობები, რომელიც, სხვათა შორის, მას არასოდეს გაუფუჭებია და არც არის ამაში დაინტერესებული“, - აცხადებს ადალბი შხაგოშევი.

ამგვარად უპასუხა რუსმა დეპუტატმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია „ევრონიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გამოთქმულ მოსაზრებას, რომ რუსეთის მხრიდან დამოკიდებულების ცვლილების მკაფიო ნიშანს შეუძლია, მოსკოვი-თბილისის დიალოგის აღდგენას შეუწყოს ხელი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]