weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

არანაირი ომი არ იქნება - ცხინვალის ინფორმაციის დე ფაქტო კომიტეტის უფროსი

15:06 პარასკევი, 30 აგვისტო 2019
მარია კოტაევა. ფოტო: სააგენტო „რესი“ მარია კოტაევა. ფოტო: სააგენტო „რესი“

ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელი მარია კოტაევა ომის შესაძლებლობას გამორიცხავს. იგი ამბობს, რომ სააკაშვილის ნაბიჯებს დღეს საქართველოში აღარვინ გაიმეორებს. როგორც სააგენტო „რესი“ იუწყება, ამის შესახებ კოტაევამ დღეს ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„შეშინებულები არიან არა მხოლოდ უისტაში (სოფელი წნელისი). ცხინვალშიც კი გავრცელდა ხმები და პანიკა კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის შესახებ. ადამიანები ერთმანეთს ურეკავენ, ეკითხებიან, საჭიროა თუ არა ბავშვების ევაკუაცია, მაგრამ არანაირი ომი არ იქნება. საქართველო არ დაესხმება თავს სამხრეთ ოსეთს. ეს გამორიცხულია, ჩვენი საზღვრები საიმედოდაა დაცული. მართალია, დღევანდელ საქართველოში ოცნებობენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე, მაგრამ სააკაშვილის ნაბიჯებს აღარავინ გაიმეორებს. სამხრეთ ოსეთი ქართული პროვოკაციების მიმართ მტკიცედ არის განწყობილი, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციების დაწყებას“, - განაცხადა კოტაევამ.

მისი თქმით, სოფელ წნელისში მცხოვრები 11 ოსური ოჯახი შეშინებულია ქართველი ძალოვანების შეჭრის გამო და რამდენადაც თავის დაცვა მოსახლეობას თავად არ შეუძლია, დახმარებისთვის მათ სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას მიმართეს, შედეგად კი სოფელში მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმი და სხვა ძალოვანი სტრუექტურების წარმომადგენლები განთავსდნენ.

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას მოითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა 29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის იგორ კოჩიევის განცხადებით, თუ ქართული მხარე 30 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩორჩანადან პოლიციის პოსტს არ აიღებდა, „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.

საოკუპაციო რეჟიმმა ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში 29 აგვისტოს დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების სხვადასხვა დანიშნულების რაზმები განათავსა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]