weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მზად ვართ, მშვიდობისთვის ცხინვალთან ერთად ვიმუშაოთ - სოხუმის დე ფაქტო საგარეო

20:43 პარასკევი, 30 აგვისტო 2019
ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ფოტო: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო

აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მზადაა, მშვიდობის უზრუნველსაყოფად ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ორმხრივი კონსულტაციები დაიწყოს. ამის შესახებ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც დღეს გავრცელდა.

„აფხაზეთის რესპუბლიკა მზადაა, დაიწყოს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან ორმხრივი კონსულტაციები ამიერკავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მოქმედებების კოოდინირებისთვის,“ - აცხადებს დე ფაქტო საგარეო უწყება.

აქვე აღნიშნავენ, რომ ყურადღებით ადევნებენ თვალს „სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო ტერიტორიებზე საქართველოს პროვოკაციულ ქმედებებს“.

„მოვუწოდებთ ქართულ მხარეს, უარი თქვას კონფლიქტის პროვოკაციის კურსზე და თავი შეიკავოს ნებისმიერი ნაბიჯისგან, რომელსაც შეუძლია, რეგიონში დაძაბულობის ესკალაცია გამოიწვიოს. დარწმუნებული ვართ, ნებისმიერ სასაზღვრო დავა უნდა გადაიჭრას ოფიციალურ მოლაპარაკებების გზით და არ უნდა გასცდეს სამართლებრივ ველს“, - ნათქვამია განცხადებაში.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო უწყება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც მიმართავს და პოზიციის დაფიქსირებისა და ოფიციალურ თბილისზე „აუცილებელი ზემოქმედებისკენ“ მოუწოდებს.

30 აგვისტოს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასთან გამართულ ტექნიკურ შეხვედრაზე ქართულმა მხარემ და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზზე შექმნილი ვითარება განიხილეს. შეხვედრაში ასევე ჩართულები იყვნენ წარმომადგენლები ევროკავშირის სადამდკვირვებლო მისიიდან და ეუთოს წარმომადგენლობიდან. ქართული მხარის განცხადებით, შედგა შეთანხმება, რომ არ გადაიდგმება ნაბიჯები ესკალაციისკენ და მომავალ კვირაში კიდევ ერთი შეხვედრა შედგება. მოგვიანებით ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ სოფელ ჩორჩანას მიმდებარე, ზნაურის რაიონის ოკუპირებულ სოფელ წნელისში ე.წ. სასაზღვრო პოსტის გახსნის შესახებ განაცხადა. 

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი სოფელ ჩორჩანასთან განთავსებული ქართული პოლიციის პოსტის აღებას ითხოვს. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელმა 29 აგვისტოს, სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე ულტიმატუმი დააყენეს. პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში დე ფაქტო პრეზიდენტის წარმომადგენლის მოადგილის იგორ კოჩიევის განცხადებით, თუ ქართული მხარე 30 აგვისტოს დილის 06:00 საათამდე ჩორჩანადან პოლიციის პოსტს არ აიღებდა, „სამხრეთ ოსეთი მოსახლეობის დასაცავად კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას და მეთოდს მიმართავდა“. ულტიმატუმის მიუხედავად ქართული პოლიციის პოსტი კვლავ ჩორჩანასთანაა განთავსებული.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]